2025-04-04
გაზიარებაწიგნის კითხვა მხოლოდ სიტყვების ან ამბის გაგებას არ ნიშნავს - ეს არის შემეცნებისა და გართობის პროცესი, სადაც სხეული, ემოციები, ფანტაზია, წარმოსახვა და კომუნიკაციაა გაერთიანებული.
"ლიტქიდი" "ახალი ქართული სკოლის მხარდაჭერით", იწყებს წიგნის კლუბს 3-5 წლის ბავშვებისთვის.
კურსი დაიწყება: 19 აპრილს
შეხვედრის დრო: შაბათი, 16:00 საათი
მისამართი: მირზა გელოვანის ქ. 25/36
ფასი: 4 შეხვედრა - 140 ლარი (მასალები შედის ფასში)
კურსს გაუძღვება: ლილე კვირტია, ლიტერატორი, ბლოგერი, დედა
ერთი შეხვედრის დრო: 60 წუთი
წიგნის დასახელება | დაგეგმილი აქტივობები | შედეგი |
---|---|---|
„ძალიან მშიერი მუხლუხი“ — ერიკ კარლი |
1. შესავალი, ბავშვების შემზადება, კითხვა -პასუხი -„იცით, რა არის მუხლუხი?“-„როგორ ფიქრობთ, რას ჭამენ მუხლუხები?“ -„რა ხდება, როცა მუხლუხი ბევრს ჭამს?“ 2. წიგნის კითხვა, ილუსტრაციების დათვალიერება 3. ვორქშოპი ქაღალდის მწერების მომზადება. |
|
„მაიმუნის თავსატეხი“ — ჯულია დონალდსონი |
1. შესავალი, ბავშვების შემზადება, კითხვა -პასუხი -“ვის რა ცხოველი უყვარს და რატომ”? -თითოეული ცხოველის გამოცნობა დახასიათების მიხედვით.2. წიგნის კითხვა, ილუსტრაციების დათვალიერება 3. ვორქშოპი - დახატონ ბავშვებმა თავისი საყვარელი ცხოველი;სასაცილო მაიმუნი- ერთჯერადი თეფშებისგან მაიმუნის მომზადება; |
|
„წიგნიერი პინგვინი“ — დიანა ანფიმიადი |
1. შესავალი/ ბავშვების შემზადება, კითხვა -პასუხი ვიცით, თუ არა მიმართულებები - მარჯვნივ, მარცხნივ, პირდაპირ, ზემოთ, ქვემოთ; სად ცხოვრობენ პინგვინები?რამდენიმე სიტყვა ანბანზე, რაში გვჭირდება წერა? ვიცით, თუ არა, ჩვენი სახელის დაწერა? 2. წიგნის კითხვა, წიგნის ბარათების დათვალიერება, წიგნის ბარათების დალაგება. 3. ვორქშოპი-ქვიშაში/ფქვილში წერა, მიმართულებების თამაში, დავხატოთ ჩვენი სახელი |
|
„ძილი ნებისა, პიტერ!“ — კურდღელი პიტერი |
1. შესავალი/ ბავშვების შემზადება, კითხვა -პასუხი -„როგორ იძინებ სახლში?“ (ბავშვი ძილის რუტინაზე ყვება)-”რომელი სიმღერა გახსენდება ძილზე”? 2. წიგნის კითხვა, ილუსტრაციების დათვალიერება 3.ვორქშოპი -„ჩემი საოცნებო საწოლი“- ბავშვები ფერადი ფურცლებით და წებოთი ქმნიან თავიანთ ოცნების საწოლს(როგორი ფერის უნდა იყოს, რა ზომის, რა ფორმის).„ძილის მეგობარი“- ბავშვებს სახლიდან მოაქვთ თავისი „ძილის მეგობრები“ ან თუ არ აქვთ ხატავენ და ერთად ვახასიათებთ ინდივიდუალურად- როგორი უნდა იყოს მისი ძილის მეგობარი. ინტერაქტიული თამაში; “ძილის დროა!” იმიტაცია ფიზიკური აქტივობა; ძილის წინ ზღაპრების ჩანთა; |
|
ვებ-გვერდი საპილოტე რეჟიმშია