There are not enough items in stock Added to wishlist მოინიშნა წაკითხულად! მოინიშნა როგორც ფავორიტი! Already added to wishlist ამოიშალა წაკითხულების სიიდან! ამოიშალა ფავორიტების სიიდან!
https://www.litkid.ge/img/star.png
წიგნის კლუბი

წიგნის კლუბი

წიგნის კითხვა მხოლოდ სიტყვების ან ამბის გაგებას არ ნიშნავს - ეს არის შემეცნებისა და გართობის პროცესი, სადაც სხეული, ემოციები, ფანტაზია, წარმოსახვა და კომუნიკაციაა გაერთიანებული.

"ლიტქიდი" "ახალი ქართული სკოლის მხარდაჭერით", იწყებს წიგნის კლუბს 3-5 წლის ბავშვებისთვის.

დეტალები

კურსი დაიწყება: 19 აპრილს

შეხვედრის დრო: შაბათი, 16:00 საათი

მისამართი: მირზა გელოვანის ქ. 25/36

ფასი: 4 შეხვედრა - 140 ლარი (მასალები შედის ფასში)

კურსს გაუძღვება: ლილე კვირტია, ლიტერატორი, ბლოგერი, დედა

ერთი შეხვედრის დრო: 60 წუთი

რეგისტრაციისთვის დააკლიკე აქ.

დღის წესრიგი

  • წიგნის კითხვა - 20 წუთი;
  • ინტერაქცია - საუბარი, ემოციების გაზიარება, კითხვა-პასუხი - 20 წუთი;
  • სენსორული აქტივობები/თემატური ვორქშოპი - 20 წუთი.

აპრილის თვის პროგრამა - 4 წიგნი, 4 ამბავი

წიგნის დასახელება დაგეგმილი აქტივობები შედეგი

„ძალიან მშიერი მუხლუხი“ — ერიკ კარლი

1. შესავალი, ბავშვების შემზადება, კითხვა -პასუხი

-„იცით, რა არის მუხლუხი?“
-„როგორ ფიქრობთ, რას ჭამენ მუხლუხები?“
-„რა ხდება, როცა მუხლუხი ბევრს ჭამს?“

2. წიგნის კითხვა, ილუსტრაციების დათვალიერება


3. ვორქშოპი

ქაღალდის მწერების მომზადება.
  • მოტორული უნარების გაძლიერება;
  • მოსმენისა და კონცენტრაციის უნარების გაუმჯობესება;
  • ემოციური ინტელექტის განვითარება;
  • სიცოცხლის ციკლისა და ბუნების ცნებების გაცნობა;
  • ფანტაზიის განვითარება.

„მაიმუნის თავსატეხი“ — ჯულია დონალდსონი

1. შესავალი, ბავშვების შემზადება, კითხვა -პასუხი

-“ვის რა ცხოველი უყვარს და რატომ”? -თითოეული ცხოველის გამოცნობა დახასიათების მიხედვით.

2. წიგნის კითხვა, ილუსტრაციების დათვალიერება


3. ვორქშოპი

- დახატონ ბავშვებმა თავისი საყვარელი ცხოველი;
სასაცილო მაიმუნი- ერთჯერადი თეფშებისგან მაიმუნის მომზადება;
  • ცხოველების სამყაროს გაცნობა;
  • კრიტიკული აზროვნება – განსხვავებებისა და მსგავსების აღქმის განვითარება;
  • შეცდომების დაშვება სწავლის პროცესის ნაწილია – პეპელა ბევრჯერ სცდება, მაგრამ ბოლოს მაინც სწორ პასუხამდე მიდის;
  • მხიარული რითმები და ენის განვითარება – წიგნში მარტივი და მელოდიური რითმებია, რაც ხელს უწყობს ენის განვითარებას და მეხსიერების გაუმჯობესებას;
  • მსხვილი მოტორიკა – ცხოველების იმიტაცია: ბავშვები მაიმუნივით ხტუნავენ, სპილოსავით მიაბიჯებენ, გველივით იზმორებიან (მისრიალებენ);
  • წვრილი მოტორიკა;
  • მოთმინების უნარის გამომუშავება – მაიმუნი არ ნებდება და პოულობს გამოსავალს, წიგნი ბავშვებს ასწავლის, რომ მიზანდასახულობა და მოთმინება მნიშვნელოვანია;
  • მხედველობითი და სმენითი აღქმის უნარები – სურათებზე დაკვირვება, დეტალების მოძიება;
  • ყურადღება და დეტალებზე ორიენტირება – გამოიცნონ სხვადასხვა ცხოველი პატარა მინიშნებებით.

„წიგნიერი პინგვინი“ — დიანა ანფიმიადი

1. შესავალი/ ბავშვების შემზადება, კითხვა -პასუხი

ვიცით, თუ არა მიმართულებები - მარჯვნივ, მარცხნივ, პირდაპირ, ზემოთ, ქვემოთ; სად ცხოვრობენ პინგვინები?
რამდენიმე სიტყვა ანბანზე, რაში გვჭირდება წერა? ვიცით, თუ არა, ჩვენი სახელის დაწერა?

2. წიგნის კითხვა, წიგნის ბარათების დათვალიერება, წიგნის ბარათების დალაგება.


3. ვორქშოპი-ქვიშაში/ფქვილში წერა, მიმართულებების თამაში, დავხატოთ ჩვენი სახელი

  • სივრცეში ორიენტაციის უნარები;
  • მიმართულებები;
  • მსხვილი მოტორიკა;
  • ნატიფი მოტორიკა;
  • სოციალური უნარები – როდესაც ვინმეს საქმეში ვერევით, უნდა ვკითხოთ, „შეიძლება“?;
  • წინასაანბანო აქტივობები;
  • მხედველობითი და სმენითი აღქმის უნარებისურათებზე დაკვირვება, დეტალების მოძიება;
  • ლოგიკური აზროვნების განვითარება – მიმდევრობით დავალაგოთ წიგნის ბარათები;
  • ლექსიკური განვითარება – სამაგალითო მნიშვნელობები.

„ძილი ნებისა, პიტერ!“ — კურდღელი პიტერი

1. შესავალი/ ბავშვების შემზადება, კითხვა -პასუხი

-„როგორ იძინებ სახლში?“ (ბავშვი ძილის რუტინაზე ყვება)
-”რომელი სიმღერა გახსენდება ძილზე”?

2. წიგნის კითხვა, ილუსტრაციების დათვალიერება


3.ვორქშოპი

-„ჩემი საოცნებო საწოლი“- ბავშვები ფერადი ფურცლებით და წებოთი ქმნიან თავიანთ ოცნების საწოლს(როგორი ფერის უნდა იყოს, რა ზომის, რა ფორმის).
„ძილის მეგობარი“- ბავშვებს სახლიდან მოაქვთ თავისი „ძილის მეგობრები“ ან თუ არ აქვთ ხატავენ და ერთად ვახასიათებთ ინდივიდუალურად- როგორი უნდა იყოს მისი ძილის მეგობარი.
ინტერაქტიული თამაში; “ძილის დროა!” იმიტაცია ფიზიკური აქტივობა; ძილის წინ ზღაპრების ჩანთა;
  • ემოციების მართვა და კომფორტის პოვნა – პიტერი თავს მარტო გრძნობს, რაც ბავშვებისთვის ნაცნობი გამოცდილებაა. წიგნი ეხმარება მათ რომ გაიაზრონ, გამოხატონ თავიანთი შიშები. ბავშვები სწავლობენ, რომ უსაფრთხო გარემოში ძილი შესაძლებელია და კომფორტისთვის პატარა დეტალებს (სათამაშო, პლედი) დიდი მნიშვნელობა აქვს;
  • ძილის რუტინის მნიშვნელობაზე ინფორმირება;
  • დამოუკიდებელი ძილის სწავლა და ახალ გარემოსთან შეგუება – პატარები სწავლობენ, რომ ახალ გარემოსთან შეგუება შესაძლებელია;
  • კონცენტრაციის გაუმჯობესება, დადებითი ასოციაციების შექმნა;
  • „ძილი ნებისა, პიტერ!“ ეხმარება ბავშვებს, უკეთესად აღიქვან და მიიღონ ძილის დრო, დაამარცხონ ღამის შიშები და გაიგონ, რომ მარტო დაძინება უსაფრთხო და კომფორტული შეიძლება იყოს.
https://www.litkid.ge/img/footer-image/login-footer-grass.svg
დატოვეთ შეფასება

ვებ-გვერდი საპილოტე რეჟიმშია

შეგვაფასე