კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მონტესორის პედაგოგიკის მიხედვით შექმნილ ჩვენს კურსზე! ჩვენ მიერ შემოთავაზებული 100-მდე აქტივობა 2 წლისა და უფროსი ასაკის ბავშვებს ფორმების, ფერების, დახარისხებისა და ასოციაციების გააზრებაში დაეხმარება. საგნების დაწყვილება, დახარისხება და მიმდევრობების შევსება ბავშვს ვიზუალურ აღქმას და ლოგიკურ აზროვნებას განუვითარებს. ერთნაირების დაკავშირება და კენტად დარჩენილი საგნების აღმოჩენა მას კონცენტრირების უნარს გამოუმუშავებს. „ეძებე და იპოვე“ ტიპის სავარჯიშოები ვიზუალური გარჩევისა და დაკვირვების უნარებს განუვითარებს. ამასთან, ეს სავარჯიშოები გამოიყენება სამეტაპიან გაკვეთილზე: „ვეცნობი“, „ვცნობ“ და „ვამოწმებ“… დაბოლოს, ფერებთან, ფორმებთან, ზომებთან და კონტრასტებთან დაკავშირებული სავარჯიშოები დაეხმარება ბავშვს, სტრუქტურულად ჩამოაყალიბოს, დაახარისხოს და დაალაგოს თავისი ნააზრევი. ასევე: ამოსაჭრელი და შესანახი ბარათები, ამოსაჭრელი და ნახატზე დასაწებელი ბარათები, ამოსაჭრელი გეომეტრიული ფიგურები.
თბილისი – 6 ლარი
მიწოდება შეძენიდან 2 სამუშაო დღეში
რეგიონები – 10 ლარი
მიწოდება შეძენიდან 2 – 5 სამუშაო დღეში
კალათაში დამატება თაროზე დამატებაISBN | 9789941372667 |
გამოცემის წელი | 2023 |
ფორმატი | 21.5x25.5 |
გვერდების რაოდენობა | 136 |
ყდის ტიპი | რბილი |
ასაკი | 0-2, 3-5 |
გამომცემლობა | სულაკაური |
ვებ-გვერდი საპილოტე რეჟიმშია