ჩიტისკუდა გოგონა დოდორა ფრინველ გუგულასთან ერთად მაღალ ხეზე მოწყობილ ბუდეში ცხოვრობს, ტყის მცენარეებს უვლის და თავის მეგობრებთან: ჩაჩალასთან, დარისთან, ლელისთან და ომბლთან ერთად დროს მხიარულად ატარებს. ერთ დღეს ჩაჩალა მთაში გამგზავრებას და იქ გადამალული ხელშეუხებელი განძის პოვნას გადაწყვეტს. ის მთის სახიფათო ბილიკებსა და კლდეში გამოკვეთილ გვირაბებს მიჰყვება, ტყეში დარჩენილი დოდორა კი მონატრებულ მეგობარს ელის… ჯადოსნური სამყარო, რომელშიც „ვარსკვლავების მდინარის~ პერსონაჟები ცხოვრობენ, ქართველმა საბავშვო მწერალმა და მხატვარმა, ელისო ჩუბინიშვილმა შექმნა და საკუთარი ილუსტრაციებით გააფორმა. ჩაჩალასთან და მის მეგობრებთან ერთად წიგნის ფურცლებზე მოგზაურობა ბავშვებს დაუვიწყარ თავგადასავალს ჰპირდება.
თბილისი – 6 ლარი
მიწოდება შეძენიდან 2 სამუშაო დღეში
რეგიონები – 10 ლარი
მიწოდება შეძენიდან 2 – 5 სამუშაო დღეში
კალათაში დამატება თაროზე დამატებაISBN | 9789941309823 |
გამოცემის წელი | 2022 |
ფორმატი | 14.5x21.5 |
გვერდების რაოდენობა | 216 |
ყდის ტიპი | რბილი |
გამომცემლობა | სულაკაური |
ვებ-გვერდი საპილოტე რეჟიმშია