მარაგში არ არის საკმარისი რაოდენობა
დამატებულია თაროზე
მოინიშნა წაკითხულად!
მოინიშნა როგორც ფავორიტი!
უკვე დამატებულია თაროზე
ამოიშალა წაკითხულების სიიდან!
ამოიშალა ფავორიტების სიიდან!
აღმოსავლეთ ბერლინი, 1989 წ. მე-7 კლასელ მირკო ვაცკეს ჟურნალში დაბალ ნიშანს ვერ ნახავთ. სკოლაშიც არასოდეს აგვიანებს. მაგრამ მისი ცხოვრება თავდაყირა დგება, როცა სკოლისკენ მიმავალი ავტობუსი მარშრუტს იცვლის და ქუჩაში მარტოდ დარჩენილი მირკო გზად პარალელურ კლასში ახლად გადმოსულ თორსტენს გადაეყრება. თორსტენი მირკოსგან განსხვავებით არც სწავლით გამოირჩევა, არც – ყოფაქცევით, მაგრამ ეს ხელს სულაც არ უშლის მათ დამეგობრებას.
მათი ყოველდღიურობის პარალელურად ბერლინი ისტორიული ქარტეხილების წინაშე დგას, კედელი დანგრევის პირასაა და ეს ძვრები ემჩნევა ყველას მირკოს გარემოცვაში.
მავილის გრაფიკული რომანი “ქინდერლენდ” თანამედროვე ლიტერატურის გამორჩეული ნიმუშია, რომელიც მეგობრობაზე, გამბედაობასა და ნდობაზე გვესაუბრება. ის გამოსვლისთანავე დააფასეს და დღეს უკვე 20-მდე ენაზეა თარგმნილი
“ქინდერლენდ” გარდატეხის ასაკზე დაწერილი ერთ-ერთი საუკეთესო წიგნია, რომელიც დინამიური ვიზუალითა და ოსტატურად შექმნილი პერსონაჟებითაა მოთხრობილი. მთავარი გმირის გზა თვითგამორკვევისკენ მეტაფორულად გადაეჯაჭვება ქვეყნის გათავისუფლებასა და გაერთიანებას. ეს ნოსტალგიური, მხიარული და გონებამახვილური წიგნი თავს ერთ ამოსუნთქვაში წაგაკითხებთ” – Der Tagesspiegel
თბილისი – 6 ლარი
მიწოდება შეძენიდან 2 სამუშაო დღეში
რეგიონები – 10 ლარი
მიწოდება შეძენიდან 2 – 5 სამუშაო დღეში
კალათაში დამატება თაროზე დამატება| ISBN | 9789941879609 |
| გვერდების რაოდენობა | 304 |
| ფორმატი | 14.50 X 18.50 |
| ყდა | რბილი |
| გამოცემის წელი | 2025 |
| ასაკი | 8-12, 13+ |
| გამომცემლობა | სულაკაური |
ვებ-გვერდი საპილოტე რეჟიმშია