მარაგში არ არის საკმარისი რაოდენობა
დამატებულია თაროზე
მოინიშნა წაკითხულად!
მოინიშნა როგორც ფავორიტი!
უკვე დამატებულია თაროზე
ამოიშალა წაკითხულების სიიდან!
ამოიშალა ფავორიტების სიიდან!
რა მოხდება, თუ წარმოვიდგენთ, რომ გენიალური აგათა კრისტი ბავშვობაში თვითონაც გადასწყდომია დანაშაულს და გამოუძიებია კიდეც? ერკიულ პუარო კი წარმოსახვის ნაყოფი კი არა, მისი ბავშვობის მეგობარი, ბელგიელი ბიჭი იყო, რომელმაც ეს სახე შთააგონა?!
მაშ ასე!
ინგლისი, 1902 წელი. აგი (აგათა) მორტონი, 12 წლის ფანტაზიორი, თავგადასავლების მაძიებელი გოგონა, ინგლისის ერთ პატარა ზღვისპირა ქალაქში ცხოვრობს. საყვარელი მამის დაკარგვის შემდეგ მის ცხოვრებაში სევდასთან ერთად მოწყენილობაც ისადგურებს, მაგრამ ერთ დღესაც აგი ბელგიელ ემიგრანტს ჰექტორ პეროს გაიცნობს და ამ ამბიდან მალევე საცეკვაო ოთახში გვამსაც აღმოაჩენს. პატარა ქალაქის მყუდროება ირღვევა, ეჭვმიტანილთა რიცხვი კი დღითი დღე იზრდება. ნუთუ აგის საყვარელი ცეკვის მასწავლებელი მართლაც დამნაშავეა? აგი და ჰექტორი საკუთარი ძალებით იწყებენ საქმის გამოძიებას. მეგობრებმა უნდა იჩქარონ, სანამ მასწავლებელი უსამართლოდ არ დაუსჯიათ. მაგრამ... მართლაც უდანაშაულოა კი ის?
ეს „აგი მორტონის“ დეტექტიური სერიის პირველი წიგნია. და თუ აგათა კრისტი თქვენი საყვარელი მწერალია, მისი ისტორიების შთაგონებით შექმნილი ეს დეტექტიური სერია, სავარაუდოდ, თქვენთვისაა.
თბილისი – 6 ლარი
მიწოდება შეძენიდან 2 სამუშაო დღეში
რეგიონები – 10 ლარი
მიწოდება შეძენიდან 2 – 5 სამუშაო დღეში
კალათაში დამატება თაროზე დამატება| ISBN | 9789941119286 |
| გამოცემის წელი | 2025 |
| წონა | 0.280 კგ |
| გვერდების რაოდენობა | 352 |
| ყდის ტიპი | რბილი |
| ასაკი | 8-12, 13+ |
| გამომცემლობა | დიოგენე |
ვებ-გვერდი საპილოტე რეჟიმშია