დიდი ირლანდიელი მწერლის, ჯონათან სვიფტის სათავგადასავლო წიგნი „გულივერის მოგზაურობა“ დღემდე არ კარგავს მთელ მსოფლიოში პოპულარობას, მისი პირველი გამოცემიდან ორი საუკუნის შემდეგაც კი. ეს, უპირველეს ყოვლისა, მისი ჩამთრევი და მრავალფეროვანი სიუჟეტის, მწვავე სათქმელისა და იმ მანკიერებებზე გროტესკის გამოა, რაც დღემდე აქტუალურია, ნებისმიერი ეპოქისა და ფორმაციის ადამიანისთვის. წიგნში მოთხრობილია ქირურგ ლემუელ გულივერის მოგზაურობა ფანტასტიკურ, გამოგონილ ქვეყნებში. მწერლის მახვილგონიერება გმირის თავგადასავლებს მსოფლმხედველობრივი განსჯის ასპარეზად აქცევს, იუმორი კი ფილოსოფიურ გადახვევებს სილაღეს ანიჭებს.
თბილისი – 6 ლარი
მიწოდება შეძენიდან 2 სამუშაო დღეში
რეგიონები – 10 ლარი
მიწოდება შეძენიდან 2 – 5 სამუშაო დღეში
კალათაში დამატება თაროზე დამატებაISBN | 9989941430818 |
გამოცემის წელი | 2020 |
ფორმატი | 14.5x20.5 |
გვერდების რაოდენობა | 462 |
ყდა | რბილი |
ასაკი | 13+ |
გამომცემლობა | ინტელექტი |
ვებ-გვერდი საპილოტე რეჟიმშია