მოხუცი პეტსონისა და კატა ფინდუსის ამბები თუ უკვე წაგიკითხავს, ისიც გეცოდინება, ეს გულუბრყვილო ბერიკაცი და მისი ჭკვიანი კატა რა ხათაბალაში აღარ გახვეულან; თანასოფლელებს არც გაემტყუნება, როცა ჩუმ-ჩუმად ამბობენ, პეტსონი ცოტა შერეკიალიაო. აბა, სხვა რა უნდა ეფიქრა მეზობელ გუსტავსონს, როცა ბაღჩაში გაშლილ კარავში მიწოლილ პეტსონს წაადგა თავზე – ვინ დადის სალაშქროდ საკუთარ ბაღჩაში, თუ არა… თუმცა, არა, არ აჰყვე მეზობლების ჭორაობას; თავად წაიკითხე პეტსონისა და ფინდუსის ძალიან მხიარული თავგადასავლები და იმასაც შეიტყობ, თავის დროზე როგორ მოხვდა კნუტი ფინდუსი მსოფლიოში ყველაზე დაბნეული და ახირებული ბერიკაცის კარ-მიდამოში.
თბილისი – 6 ლარი
მიწოდება შეძენიდან 2 სამუშაო დღეში
რეგიონები – 10 ლარი
მიწოდება შეძენიდან 2 – 5 სამუშაო დღეში
კალათაში დამატება თაროზე დამატებაISBN | 9789941377198 |
გამოცემის წელი | 2025 |
გვერდების რაოდენობა | |
112 | |
ყდის ტიპი | რბილი ფორმატი: |
16.70 X 21.30 | |
გამომცემლობა | სულაკაური |
ვებ-გვერდი საპილოტე რეჟიმშია